რეზოლუცია აფხაზეთის ანექსიის წინააღმდეგ

ჯაფარიძე: უმრავლესობამ ის რეზოლუცია ჩააგდო, რომელიც ანექსიას აპროტესტებდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული რეზოლუციის ჩაგდებამ ნათლად აჩვენა ახლანდელი ხელისუფლების სახე:


"ძალიან ნიშანდობლივია, რომ იმ კვირაში, რომელ კვირაშიც პუტინმა და ხაჯიმბამ მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი, რომლითაც პრაქტიკულად გააფორმეს აფხაზეთის ანექსია რუსეთის მიერ, საქართველოს პარლამენტში საქართველოს უმრავლესობამ ჩააგდო ის რეზოლუცია, რომელიც მიმართული იყო ამ ანექსიის გასაპროტესტებლად. ეს ძალიან ნათლად აჩვენებს ამ ხელისუფლების რეალურ სახეს" - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული რეზოლუცია აფხაზეთის ანექსიის შესახებ ჩავარდა. რეზოლუციას მხარი 36 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 33 დეპუტატი იყო. დეპუტატები ვერ შეთანხმდენ რეზოლუციის იმ ნაწილზე, რომელიც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებას და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს ეხებოდა. როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციას მხარი არც თავისუფალმა დემოკრატებმა დაუჭირეს. ალტერნატიული დოკუმენტის რეგისტრაცია ქართულმა ოცნებამ ვერ მოასწრო.

კომენტარები