თუ ამ ყველაფერს შევხედავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან, ადამიანის უსაფრთხოების და უფლებების დაცვის დაბალანსების პრინციპიდან, მე ვერ ვხედავ ვეტოს გამოყენების საფუძველს. უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ყველაზე მაღლა დგას არა ჩვენი პოპულარობა და ჩვენი პირადი იმიჯი, არამედ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და მათი პირადი უფლებები.
tbl.ge/qq9
დაკოპირდა

განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დღესვე გადაეგზავნება.
ამავე თემაზე
- სუს-ში შემავალი ინფორმაცია 30-ჯერ გაიზარდა, მოსმენებიც არის გაზრდილი – მდინარაძე
- ლილუაშვილი: გაეროს გენერალურ მდივანს თუ უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?
- ლომჯარია: მედიის წარმომადგენლების მიყურადება მიზნად ისახავს მათ დაშინებას
- დეგნანი ჟურნალისტების ფარულ ჩანაწერზე: ეს ფაქტი შეშფოთების საგანია
- ზალკალიანი მოსმენებზე: ესტონეთის პრემიერმა ღარიბაშვილისგან მიიღო ამომწურავი პასუხი




