ევროკავშირი

ფულე: ევროკავშირს საქართველოსთვის წევრობის მკაფიო პერსპექტივა უნდა მიეცა

შტეფან ფულე
wikipedia.org

ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას წევრობის მკაფიო პერსპექტივა არ მიანიჭა. ამის შესახებ ყოფილმა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ შპიგელისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"არ შეიძლება ვუთხრათ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომ საბაჟო კავშირი ევროკავშირთან ასოცირებასთან შეუთავსებელია, მეორე მხრივ კი, არ მივიღოთ ევროკავშირში", - აღნიშნა ფულემ. მისი თქმით, უკრაინაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელი ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოა, მათ შორის - გერმანია, რომელიც ამ ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგი იყო.

"ფაქტობრივად, ჩვენ ვუთხარით უკრაინელებს, რომ ვწუხვართ მათი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მაგრამ ისინი ვერც დასავლეთისკენ და ვერც აღმოსავლეთისკენ წავლენ", - თქვა ყოფილმა ევროკომისარმა.

კომენტარები