ფარული მოსმენები

პარლამენტი ფარული მიყურადების შესახებ კანონში ცვლილებებს კენჭს უყრის

დღეს პლენარულ სესიაზე ფარული  მიყურადების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ. პარლამენტს ორი საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება. დეპუტატები ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის, ასევე ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივებს კენჭს უყრიან.

არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბესელიას პროექტის მხარდაჭერას გეგმავენ, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, მეორე - მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ვახტანგ ხმალაძე კი, ფარული მოსმენის გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომუნიკაციებისთვის გადაცემას ითხოვს.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, ფარული მოსმენის გასაღებთან დაკავშირებით ვერც ერთი პროექტი გავიდა, რადგან კენჭისყრის შედეგად ხმები თანაბრად გაიყო.

კომენტარები