პატიმრების შეწყალება

პრეზიდენტმა 121 პატიმარი შეიწყალა

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტმა 121 პატიმარი შეიწყალა. მათგან 93 დღესვე დატოვებს საპატიმროს, 28-ს კი სასჯელი შეუმცირდება.
შეწყალებულებს შორის 3 ქალი და 3 არასრულწლოვანია.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძის განცხადებით, კომისიამ სულ 752 საქმე განიხილა, მათგან 350 არსობრივად. 
რაც შეეხება შეწყალებულების საქმეებს, მათ შორის ერთი განზრახ მკვლელობაა და პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა. შეწყალებულებს შორის არ არიან ნარკოტიკების გასაღებისთვის მსჯავრდებულები, თუმცა კომისიამ შეიწყალა მოხმარების გამო პატიმრობაში მყოფი პირები. ზვიად ქორიძის ინფორმაციით, საერთოდ არ განხილულა სამუდამო პატიმრობაში მყოფი პირების საქმეები.

შეწყალების კომისიამ პატიმართა საქმეებზე 14-15 ნოემბერს იმსჯელა. ზვიად ქორიძის ინფორმაციით, განცხადებებს შორის არ ყოფილა ემზარ კვიციანის განცხადება და ვერც იქნებიდა, რადგან კომისიის მსჯელობის დროს სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ არ იყო მიღებული.

კომენტარები