თავისუფლების ორდენი

პაპი ფრანცისკეს შემდეგ თავისუფლების ორდენს მალხაზ სონღულაშვილი მიიღებს

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი დაჯილდოვდება შაჰბეზ ბჰატის სახელობის თავისუფლების ორდენით. ეს ჯილდო გასულ კვირას რომის პაპ ფრანცისკეს გადასცეს, ორდენის მიღების შემდეგ პაპმა ფრანცისკემ თავის სიტყვაში ითხოვა ლოცვა მისთვის და მისი მსახურებისთვის.

პაპის დაჯილდოებისთანავე საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაცხადა ორდენის მომდევნო ლაურეატის სახელი - ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი.

ეპისკოპოსს ორდენს გადასცემს გერმანიის მთავრობის მინისტრი ჰერმან გროე და ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ამჟამად ოსლოს მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის პრეზიდენტი, კიელ-მაგნე ბონდევიკი. ჯილდოს გადაცემის ცერემონია შედგება ბერლინში, 2015 წლის იანვარში.

კომენტარები