თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ალასანია: ბოლოჯერ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ე.წ. კაბელების საქმეს გრიფი მოხსნას

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე ხელისუფლებას ბოლო გაფრთხილებას აძლევს. ის მოუწოდებს პროკურატურას, ადვოკატებს საქმის მასალები გადასცეს. 

"მე მივმართავ ხელისუფლებას და პროკურატურას, რომ ასეთი უკანონობა დროზე დაასრულონ. მთავარი ის არის, რომ გამოძიება ღიად უნდა წარიმართოს, მოეხსნას საქმეს გრიფი და ადვოკატებს მიეცეთ საშუალება, დაამტიცონ ამ ბიჭების უდანაშაულობა გამოძიების პროცესში. ეს ვერ განხორციელდება, თუ საქმის მასალებთან წვდომა არ ექნებათ. მე ბოლო გაფრთხილებას ვაძლევ ხელისუფლებას ამ კუთხით და, პირველ რიგში, პროკურატურას. ამის შემდეგ მე დავიწყებ საერთაშორისო ყურადღების და საზოგადოების მობილიზებას ამ საკითხის ირგვლივ", - განაცხადა ალასანიამ გორში, თავისუფალი დემოკრატების პარტიული შეკრების შემდეგ.

კომენტარები