ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დეპუტატების დაკავებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება არ დაწყებულა

აზერბაიჯანში ზურაბ ჯაფარიძისა და ირმა ნადირაშვილის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საქმის გამოძიება პროკურატურას არ დაუწყია. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ქართველი დეპუტატების დაკავების შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაავრცელეს. საპირისპიროდ, ჯაფარიძე ამბობს, რომ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაკავებებს ადგილი არ ჰქონია.

"განხილულ იქნა 2014 წლის 22 ოქტომბრის თქვენი ერთობლივი განცხადება გამოძიების დაწყების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით  გაცნობებთ, რომ ინფორმაციის გავრცელება აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დანაშაულში მხილების შესახებ არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამდენად, განცხადებაში დაფიქსირებულ ფაქტებზე და გარემოებებზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს", - ნათქვამია პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს წერილში.


ფოტო: Zurab Japaridze/Fb.com

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ზურაბ ჯაფარიძეს და ირმა ნადირაშვილს აზერბაიჯანიდან დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხა გადმოჰქონდათ. ჯაფარიძე და ნადირაშვილი ვიცეპრემიერ კახი კალაძეს და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ. 

კომენტარები