შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამტრედიაში მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული პირი ბავშვის ნათესავია.
"ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში და აღნიშნავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.
სსკ-ის 109-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





