განზრახ მკვლელობა

შსს: ზუგდიდში შვილმა მამა მოკლა

შინაგან სამინისტრომ სამეგრელოში მომხდარი მკვლელობა გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, 1967 წელს დაბადებული დემნა კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დემნა კ-მ სოფელ კახათში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ მამას - 1939 წელს დაბადებულ ჯამბულ კ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ჯამბულ კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები