რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

სესიაშვილი: გავძლიერდებით იქამდე, რომ რუსეთმა აღგვიქვას ძლიერ ძალად

რუსეთთან ჩვენ რა სტრატეგიითაც ვმოქმედებთ, ამას მხარს უჭერს NATO, ობამა, ევროკავშირი, ყველა ევროპელი ლიდერი. ისინი ხვდებიან, რომ ჩვენს მიერ წამოებული პოლიტიკა არის შედეგებზე ორიენტირებული. მიუხუდავად იმისა, რომ თქვენ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მოლდოვაში და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას რა ამბები მოჰყვა, ჩვენ ეს ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რომ ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, იმიტომ, რომ ჩვენ სწორი პოზიცია შევარჩიეთ, ევროკავშირისკენ სწრაფვასაც გავაგრძელებთ დაჩქარებული ტემპით, ნატოსთან არსებული პაკეტის რეალიზებასაც დავიწყებთ, ნატოსთან კიდევ უფრო დავახლოვდებით და ამას გავაკეთებთ რუსეთთან რისკების შემცირებით, გავძლიერდებით იქამდე, რომ რუსეთმა ჩვენ აღგვიქვას როგორც ძლიერი ძალა და შემდგომ უკვე ევროპასთან ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს საქართველოს დეოკუპაციისთვის.

განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები