ე.წ. კანონიერი ქურდები

ბესელია: კანონიერ ქურდებზე ინფორმაცია გივი თარგამაძეს ექნება

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, იმყოფება თუ არა ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი ბატუმსკი საქართველოში, "ეს ინფორმაცია მე არ მექნება, მაგრამ გივი თარგამაძეს ექნება აუცილებლად და იქნებ კითხოთ, სად არის?". როგორც მან აღნიშნა, "რატომ უნდა დავინტერესდე? მე მაინტერესებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები, ირღვევა თუ არა მათი უფლებები. ე.წ. კანონიერი ქურდები სად შემოდიან, სად გადიან და სად დადიან, გივი თარგამაძეს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს".

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი ბატუმსკი, იგივე მინდია გორაძე უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოში გამოაძევეს. 32 წლის გორაძეს უკრაინაში დაბრუნება 3 წლით ეკრძალება. როგორც ტაბულას შსს-ში განუმარტეს, მინდია გორაძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები მინდია გორაძე, ვარლამ კუხიანიძე(ვატია) და სერგო ღლონტი(გუგა), კიევის ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კრიმინალური "სხოდკის" დროს, ოქტომბრის ბოლოს დააკავეს.

კომენტარები