კრიზისი კოალიციაში

ალასანია: პრემიერი თავისი განცხადებებით აზიანებს ჩვენს საერთაშორისო იმიჯს

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავისი განცხადებებით აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და პირადად პრემიერის ინსტიტუტს. როგორც ალასანიამ განაცხადა, ის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, უცხოელ პარტნიორებთან უწყების მიღწეულ წარმატებებზე საუბრობდა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრების ბრალია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში კითხვები არსებობს საქართველოში პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე.

"ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი განცხადებებით ქვეყნის პრემიერმინისტრი აზიანებს საქართველოსაც, ჩვენს საერთაშორისო იმიჯს და, არ დაგიმალავთ, პირადად პრემიერის ინსტიტუტს. ერთადერთი და მთავარი, რაზეც ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან საზღვარგარეთ ვსაუბრობდი, იყო ის, რა წარმატებას მიაღწია თავდაცვის სამინისტრომ და ჩვენმა ქვეყანამ NATO-სთან თავსებადობის და ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, ეს ძალიან კარგად იცის პრემიერმინისტრმაც", - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები