კრიზისი კოალიციაში

გაბაშვილი: საქართველოს პრემიერმინისტრი ერთი დიდი არაადეკვატურობის ზეიმი გახდა

ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ "საქართველოს პრემიერმინისტრი ერთი დიდი არაადეკვატურობის ზეიმი გახდა." გაბაშვილი პრემიერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ყოფილი მინისტრები საზღვარგარეთ ნაციონალური მოძრაობის ინტერესების ლობირებას ეწეოდნენ და უცხოეთში ვიზიტებისას წინა ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს სამაგალითოს უწოდებდნენ.

"საქართველოს პრემიერმინისტრი, სამწუხაროდ, ერთი დიდი არაადეკვატურობის ზეიმი გახდა. ყოველი მისი გამოსვლა არის აბსოლუტურად არაადეკვატური. ამჟამად ის საკუთარ მინისტრებს, რომლებიც 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერს ამართლებდნენ, რასაც აკეთებდა ეს რეჟიმი, ესხმის თავს. ვითომ ისინი იყვნენ გულშემატკივრები დევნილი პოლიტიკური ძალის, ნაციონალური მოძრაობის. მაგრამ იმედი მაქვს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებიც, გააცნობიერებენ, რომ ის, რასაც აკეთებს ივანიშვილი და ღარიბაშვილი, თავის უფროსის დავალებით, არის კატასტროფა ქვეყნისთვის", - აღნიშნა გაბაშვილმა.

კომენტარები