კრიზისი კოალიციაში

ბოკერია: ქვეყანას პრობლემები აქვს იმიტომ, რომ გვყავს ივანიშვილის მთავრობა

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერია პრემერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს, რომ ყოფილი მინისტრები ნაციონალური მოძრაობის ინტერესების ლობირებას ეწეოდნენ საზღვარგარეთ და უცხოეთში ვიზიტებისას წინა ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს სამაგალითოს უწოდებდნენ, სრულ სისულელეს უწოდებს. მისი თქმით, შეთქმულების თეორიები ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

"ეს არის სრული სისულელე, რაც განაცხადა ღარიბაშვილმა. ჩვენს ქვეყანას პრობლემები ქვეყნის შიგნით და გარეთაც აქვს იმიტომ, რომ გვყავს ივანიშვილის მთავრობა, რომელიც საქმის კეთების ნაცვლად - უმუშევრობასთან, კრიმინალთან, რუსეთის აგრესიასთან ბრძოლის ნაცვლად, მთელი 2 წელი დაკავებული იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის დევნით და ახლა საკუთარ თანაგუნდელებზე გადავიდა. აქედან მოდის ყველაფერი. ეს შეთქმულების თეორიები არაფერს კარგს ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს და არც ივანიშვილის პოლიტიკური ყმების მთავრობას", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები