კრიზისი კოალიციაში

პეტრიაშვილი: ეს რეალობას აცდენილი, გამწარებული, გაცხარებული კაცის განცხადებაა

ჩვენი, ჩემი კოლეგების და მეგობრების დადანაშაულება იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობის ლობირებას ვახდენდით, რეალობას აცდენილი კაცის, უფრო გამწარებული, გაცხარებული კაცის განცხადებაა. ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას 2 წლის განმავლობაში პროდასავლური, ევროპაზე და ევროატლანტიკაზე ორიენტირებული ხელისუფლების იმიჯი შეექმნა, ამაში რომ ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძის, დავით ზალკალიანის, სხვა ჩვენი კოლეგების წვლილი ძალიან დიდია, გადამწყვეტიც, მინდა ვთქვა - ამას მე კი არ ვსაუბრობ, მე კი არ მჭირდება ამაზე საუბარი, ამაზე საუბრობს მთელი საერთშორისო თანამეგობრობა. აქამდე თუ არ იყო ეს შეკითხვები, დღეს რომ ჩნდება, ეს, როგორც ბატონმა ბიძინამ დაადასტურა, პოლიტიკური სიმწიფის ნაკლებობის პრობლემაა.

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი და პარტია თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს. პრემიერის თქმით, ყოფილი მინისტრები უცხოეთში ვიზიტისას ნაციონალური მოძრაობის ინტერესების ლობირებას ეწეოდნენ და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნისას, მათ მიღწეულ შედეგებზე საუბრობდნენ.

კომენტარები