კრიზისი კოალიციაში

საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები შეუერთდა

საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები" შეუერთდა. აღნიშნულ ფრაქციაში ნაციონალური მოძრაობიდან გასული ექვსი მაჟორიტარი დეპუტატი არის გაერთიანებული. ისინი არიან - კახა ოქრიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი და სერგო ხაბულიანი.

"ქვეყნის წინსვლას სჭირდება მყარი და არამყიფე უმრავლესობა. ჩვენი გაერთიანებით ყალიბდება 87-კაციანი საპარლამენტო უმრვალესობა და ქვეყანას არ დაემუქრება გაუთვალსწინებელი პოლიტიკური რყევები, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ვადამდელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობთ, რომ ამდენი არჩევნები დროის მოკლე პერიდში პირდაპირ ზანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას, წინსვლას და საერთაშორისო იმიჯს", - აღნიშნულია ფრაქციის განცხადებაში.

ასევე უმრავლესობაში შევა ახლადშექმნილი ფრაქცია სახელწოდებით დამოუკიდებელი მაჟორიტარები-ძლიერი რეგიონებისათვის. მას ნაციონალური მოძრაობიდან გასული ის დეპუტატები ქმნიან, რომლებიც ამ დრომდე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით საქმიანობდნენ.

კომენტარები