კრიზისი კოალიციაში

ფანჯიკიძე: პრემიერის ბრალდება არის აბსოლუტურად აბსურდული

cp.ge

მაია ფანჯიკიძე პრემიერმინისტრის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და მისი შეფასებისაგან თავს იკავებს. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის ორი წლის განმავლობაში ის მხოლოდ საქართველოს ინტერესების დამცველი იყო. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრების ბრალია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში კითხვები არსებობს საქართველოში პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე. მისივე თქმით, ყოფილმა მინისტრებმა თვითლუსტირირება მოახდინეს და "ამ ორი წლის განმავლობაში მე რეალურად სხვა ადამიანებს ვუყურებდი". ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ თავისუფალი დემოკრატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ ლოიალურები არიან.

„ორი წლის მანძილზე, როდესაც მე ამ თანამდებობაზე ვმუშაობდი, დღე და ღამე ვიყავი სამშობლოს სამსახურში და ვაკეთებდი ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს უპირველესი ამოცანები შესრულებულიყო. ასეთი ბრალდება არის აბსოლუტურად აბსურდული და მე ასეთ ბრალდებაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში.

კომენტარები