კრიზისი კოალიციაში

პრემიერი ყოფილ მინისტრებზე: ორი წლის განმავლობაში სხვა ადამიანებს ვუყურებდი

ის, რაც მოვისმინე გუშინ იგივე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომ თურმე, მე უნდა გადავმდგარიყავი, ე.ი, თურმე რა ჰქონიათ ჩაფიქრებული, რომ ჩემი გადადგომა მოყოლოდა ამას. ეს ძალიან არასერიოზული შეფასებებია მათი მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მოწოდებულები, რომ სახელმწიფოს ემსახურონ. მათ რეალურად სრულად ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს საკუთარი თავი, თვითლუსტირირება მოახდინეს და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო დიდი სინანულით, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მე რეალურად სხვა ადამიანებს ვუყურებდი. ძალიან სამწუხაროა ის განცხადებები და ქმედებები, რაც განახორციელა თვითონ მაია ფანჯიკიძემ, ნუ, ალასანიაზე აღარ ვლაპარაკობ...

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, "პრემიერს უნდა აეღო პასუხისმგებლობა თავის თავზე და გადამდგარიყო".

კომენტარები