კრიზისი კოალიციაში

პრემიერი: მეც არ მომეწონა ის სიტყვები, რაც ალასანიაზე ვთქვი

მე ზოგადად მიყვარს პირდაპირ საუბარი და მე, ასე ვთქვათ, ხშირად შეიძლება ვთქვა ის, რაც სათქმელია, თუმცა მე ტყუილს არ ვკადრულობ და არასოდეს საჯაროდ მე ტყუილი არ მითქვამს. მეორე საკითხია, რამდენად უნდა მეთქვა ან არ უნდა მეთქვა, მეც არ მომეწონა ის, რაც ვთქვი, სიტყვები... თუმცა, თუ შეფასებებში ვიდავებთ, მე შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მხრიდან სათქმელი ალბათ არ იყო.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა, რომლის მიხედვითაც, "ის განცხადებები, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა მთავრობის სხდომაზე, მიუღებელი იყო აბსოლუტურად და შეეშალა". ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ალასანიას უჭკუო, ავანტიურისტი და ამბიციური უწოდა.

კომენტარები