ირაკლი ალასანიას ინტერვიუ

ალასანია: საქართველოში პოლიტიკის წამმართველი უშიშროების სამსახურია

საქართველოში პოლიტიკის წამმართველი უშიშროების სამსახურია - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, მას ეს საკითხი არაერთხელ დაუყენებია კოალიციაში და მისი ეს განცხადება სიახლე არ არის.

„დღეს თვითმართველობები არ არის ჩამოყალიბებული ჩვენ შეგვიფერხდა, დიდწილად ეს რეფორმა. თავისუფალი დემოკრატები ვართ პირდაპირი მხარდამჭერები მეტი დეცენტრალიზაციის და სიმძმის ცენტრის რეგიონებში გადატანის. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმა არ განხორციელდა უარესი ხდება. ხდება ის რომ პოლიტიკის წამმართველი არის უშიშროების სამსახური. ამაზე არაერთხელ გვქონია შიგნითაც საუბარი. იმ ინფორმაციაზე რაც გაგვაჩნდა და იმ კონკრეტულ მაგალითებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ეს აზრი არ არის ახალი ჩემი ყოფილი კოალიციის წევრებისთვის“ - განაცხადა ალასანიამ.

ირაკლი ალასანიას თქმით მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს და უკომპორმისო ბრძოლას გააჩაღებს, რათა უშიშროება არ ჩაერიოს პოლიტიკის მართვაში და არ ჩაერიოს პოსტებზე ხალხის დანიშვნა-არდანიშვნაში.

კომენტარები