ირაკლი ალასანიას ინტერვიუ

ალასანია: უფრო მეტი რამე გაფუჭდება თუ სასწრაფოდ არ შეიცვალა მთავრობა

თავისუფალი დემოკრატების წევრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ, ყველაზე მახინჯი რაც იყო, ის გადმოიღო ძველი სისტემიდან და ის, რაც კარგი იყო, რაზეც უნდა დაშენებულიყო შემდეგ ახალი ხელისუფლების წარმატებები, იმას დაუწყო რღვევა და წარსულში გადაიყვანა საზოგადოება". ამის შესახებ ალასანიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუს შეფასებისას თქვა და აღნიშნა, რომ "ეს არის კონტრპროდუქტიული თავისთვისაც და მისი პოლიტიკური ძალისთვისაც".

ირაკლი ალასანიას თქმითვე, დრო იკარგება და წელიწადნახევრის შემდეგ ეკონომიკის დასტაბილურება ძალიან რთული იქნება.

"წესით, როცა ოპოზიციაში ხარ, უნდა გინდოდეს კიდეც, რომ ასეთ შეცდომებს უშვებდეს შენი ოპონენტი, მაგრამ ეს დრო იკარგება. წარმოიდგინეთ, კიდევ წელიწადნახევარი ეკონომიკაზე თუ არ იფიქრა ამ ხალხმა, ამის აქაჩვა 2016 წლის არჩევნების შემდეგ, რაც არ უნდა პოზიტიურად დამთავრდეს ჩვენთვის, იქნება ძალიან რთული. ყველა დაკარგული დღე ნიშნავს, რომ თითო დღის აქაჩვას დასჭირდება თვეები. ამ წელიწადნახევარში უფრო მეტი რამე გაფუჭდება თუ სასწრაფოდ არ შეიცვალა მთავრობის ხელმძღვანელი, მთავრობის შემადგენლობა ზოგადად და სასწრაფოდ არ დაიდო ანტიკრიზისული გეგმა" - განაცხადა ალასანიამ. 

კომენტარები