კრიზისი კოალიციაში

უსუფაშვილი: უმრავლესობა არ იშლება

Jamestown.org

საპარლამენტო უმრავლესობას დაშლა არ ემუქრება. ამის შესახებ ტელეიმედის გადაცემა რეაქციაში პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, პარლამენტში როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური უმრავლესობა არსებობდა, რომელშიც დამოუკიდებელი დეპუტატებიც შედიოდნენ. სპიკერმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი პარლამენტარების ერთმა ჯგუფმა უკვე გამოითქვა სურვილი უმრავლესობას ოფიციალურად შეუერთდეს. უსუფაშვილის თქმით, „არიან სხვა მსურველებიც".

„ფორმალური თვალსაზრისით უმრავლესობა არ დაშლილა. მოხდა გარკვეული გადაადგილებები, ნაწილმა უმრავლესობა დატოვა, ნაწილი შემოემატა, რეალურად არაფერი შეცვლილა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამავე დროს, მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატების მიერ კოალიციის დატოვებით „ჩვენ საკმაოდ სერიოზული დანაკლისი განვიცადეთ, როგორც პარლამენტშ, ასევე მთავრობაში, რადგან მათი სახით გვყავდა მაღალი კვალიფიკაციის მქონე პოლიტიკოსთა და პროფესიონალთა ჯგუფი".

თუმცა, მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დანაკლისი არ იქნება და თავისუფალი დემოკრატები „გააგრძელებენ ქვეყნის სამსახურს სხვა პოლიტიკური პოზიციებიდან".

კომენტარები