კრიზისი კოალიციაში

ღარიბაშვილი უმრავლესობის წევრებს შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის Facebook--ის ოფიციალური გვერდი იუწყება.

ამ ცნობის თანახმად, უმრავლესობის წევრებმა, კოალიციის ლიდერთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და უახლოეს მომავალში პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელეს.
უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრამდე პრემიერ-მინისტრი ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წევრებს შეხვდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობაში მიდინარე ცვლილებების განსახილველად შეიკრიბნენ. 

კომენტარები