კრიზისი კოალიციაში

ხიდაშელი: 12 დეპუტატი მზადაა უმრავლესობას შეუერთდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, უმრავლესობა ერთ და ორ დეპუტატზე დამოკიდებული არ არის და ჯერჯერობით დაშლა არ ემუქრება. როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში არის 12 დეპუტატი, რომლებიც მზად არიან, გახდნენ უმრავლესობის წევრები.

„ამ წუთში უმრავლესობაში არის ყველა, მათ შორის, თავისუფალი დემოკრატებიც. თუ პროცედურულად განვიხილავთ, ორშაბათს ბიურომ ჯერ უნდა მიიღოს თავისუფალი დემოკრატების განცხადება, თუმცა მანამდე ისინი კვლავ უმრავლესობაში არიან", - განაცხადა ხიდაშელმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების შვიდ წევრს, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, დეპუტატი შალვა შავგულიძეც შეუერთდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობაში მიდინარე ცვლილებების განსახილველად შეიკრიბნენ.

კომენტარები