კრიზისი კოალიციაში

პეტრიაშვილი: რაიონებში ჩვენი პარტიის წევრებს სამართალდამცველები ემუქრებიან

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის ცნობით, რეგიონებში მათი პარტიის წევრებს სამართალდამცავები ემუქრებიან. როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მას აქვს ინფორმაცია, რომ ცალკეულ რაიონებში ადგილი აქვს ზეწოლას. 

"მე არ მინდა დაუზუსტებელ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვისაუბრო. მაქვს ცალკეულ რაიონებში კონკრეტული ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისგან ხორციელდება მუქარები და ზეწოლის ტიპის სატელეფონო ზარები, ერთი იმიტომ, რომ არ მიიღონ ხვალ პარტიის ყრილობაში მონაწილეობა და მეორე, რომ დატოვონ პარტიის რიგები. მგონი, სააკაშვილის რეჟიმს ამიტომაც ვებრძოდით ერთად და ნუ გაიმეორებენ იგივე შეცდომებს", - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია ქართული ოცნება მას შემდეგ დატოვა, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამასთან, ხვალ, 8 ნოემბერს თავისუფალი დემოკრატების ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის მომავალ გეგმებზე ისაუბრებენ.

კომენტარები