კრიზისი კოალიციაში

ონოფრიშვილი: მე მგონი, უმრავლესობა არ დაიშლება და ეს ჩვენი მიზანი არც არის

მე მგონი, უმრავლესობა არ დაიშლება. ჩვენი მიზანი არც არის, არც იყო, რომ უმრავლესობა დაშლილიყო. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი ფრაქცია გვაქვს, გარემოებათა და იმ სიტუაციათა განვითარების გამო, რაც მოხდა ბოლო ერთ კვირაში, ჩვენ მივიღეთ ჩვენი გადაწყვეტილება. ეს არ იყო მიზანმიმართული, რომ უმრავლესობა დაიშლებოდა თუ არ დაიშლებოდა. მგონი, იქ საკმარისად არის რეზერვი, რომ არ დაიშალოს ამ ეტაპზე. ჩვენი საქმიანობა იქნება მიზანმიმართული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თავისუფალი დემოკრატების წევრმა დავით ონოფრიშვილმა.

კომენტარები