კრიზისი კოალიციაში

ჩიქოვანი: ფრაქციის სხდომაზე პროცედურული საკითხები განვიხილეთ

ირაკლი ჩიქოვანი
გოჩა ლეჟავა / www.radiotavisupleba.ge

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების სხდომა დასრულდა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრაზე ძირითადად პროცედურული საკითხები განიხილეს. მისივე თქმით, ფრაქციის სახელწოდებას ჩამოშორდა "ქართული ოცნება" და მხოლოდ "თავისუფალი დემოკრატები" დარჩა.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის სხდომას შვიდი დეპუტატი ესწრებოდა. სხდომაზე არ იმყოფებოდა გედევან ფოფხაძე. ასევე, დეპუტატები გია ჯაფარიძე და გელა სამხარაული, რომლებმაც ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს. რაც შეეხება ფოფხაძეს, ის ცოტა ხნის წინ შეხვდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას. როგორც ალასანიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ხვალინდელ ყრილობაზე ისაუბრეს. ამასთან, დეპუტატ ზურაბ აბაშიძის თქმით, ფოფხაძის გადასაწყვეტია, დარჩება თუ არა ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებში.

კომენტარები