კრიზისი კოალიციაში

ღარიბაშვილი: მინისტრობის ორ კანდიდატს უახლოეს დღეებში წარვადგენ

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მინისტრობის ორ კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ცნობისთვის, ვაკანტურია საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრების პოსტები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა მთავარ პროკურორთან შეხვედრის შესახებ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთან ყოველდღიური შეხვედრები მისი სამუშაო განრიგის შემადგენელი ნაწილია.

მე სხვადასხვა საკითხზე ყოველდღიურად ვხვდები მინისტრებს და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს და ამაში განსაკუთრებული არაფერია“, - თქვა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურს ასევე კითხვა დაუსვეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნასთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხში არ ერევა, რადგან ის პროკურატურის კომპეტენციას წარმოადგენს.

კომენტარები