კრიზისი კოალიციაში

თავისუფალი დემოკრატების ორი წევრი უმრავლესობაში რჩება

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების ორმა წევრმა შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა არ დატოვოს - უმრავლესობაში რჩება და ფრაქციას ტოვებს დეპუტატი თამაზ ჯაფარიძე და სავარაუდოდ, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს გელა სამხარაულიც.

ჯერ კიდევ გუშინ ცნობილი იყო, რომ უმრავლესობას ფრაქციის 10-ვე წევრი ტოვებდა.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად ერთსულოვანი დარჩება ფრაქცია პარლამენტში, თავისუფალი დემოკრატების სხდომის დანიშვნა იგეგმება.

ამ დრომდე უცნობია ეკა ბესელიას მოადგილის, გედევან ფოფხაძის არჩევანი. მისი თქმით, ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს. თუმცა, ფოფხაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ფრაქციის სხდომას არ დაესწრება.


ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება პარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობისთვის 76 დეპუტატია აუცილებელი, მმართველ კოალიციას კი ამ ეტაპზე მხოლოდ 73 ჰყავს, თუმცა თუ გია ჯაფარიძე და გელა სამხარაული თავისუფალ დემოკრატებს დატოვებენ და უმრავლესობაში დარჩებიან, ეს რიცხვი 75-მდე გაიზრდება.

კომენტარები