აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ბესელია: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში სწორი აქცენტია დასმული

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტენტის განცხადებას, რომელიც იყო დაბალანსებული, იყო საუბარი იმაზე, რომ მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს მიუკერძოებლად, გამოირიცხოს შერჩევითი სამართლის ნებისმიერი ნიშანი და არ იყოს რაიმე ტიპის პოლიტიკური კონტექსტი, როდესაც საქმე ეხება განსაკუთრებით ასეთ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად სწორი აქცენტი. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენც, რომ ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე უნდა მოხდეს მართლმსაჯულების განხორციელება. არ არის სიხარულის, ყიჟინის მომგვრელი ფაქტი, როდესაც მინისტრი ერთი, მეორე გადადგება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ პოლიტიკური რევანშის სურათი დავინახოთ. ეს არ არის ერთი და იგივე. ის, რომ ეს არ არის სასიხარულო ფაქტი, გასაგებია, მაგრამ ეს არ არის ის, რაც გვესმის ჩვენი ოპონენტებისგან. პოლიტიკური დევნის ეტაპი ჩვენ გვქონდა ცხრა წლის განმავლობაში და ჩვენ გავიარეთ ეს ეტაპი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთავრობის წევრთა დათხოვნისა და გადადგომების შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აჩვენოს, რომ ის დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს აღქმაზე, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

კომენტარები