კრიზისი კოალიციაში

პეტრიაშვილი: საუბარი ვერ შედგა, რადგან პოლიტსაბჭოს სხდომას ივანიშვილი ესწრებოდა

ჩვენ მივედით პარტნიორებთან დასამშვიდობებლად. ჩვენს პარტნიორებთან გვაკავშირებს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წლები, ბრძოლები ერთობლივი და ამიტომ, ამ ურთიერთობის პატივისცემის თვალსაზრისით მივედით დასამშვიდობებლად. იქ საუბარი ვერ შედგა, იმიტომ რომ შეხვედრას ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილიც და წარიმართა ისევ დეტალებზე საუბარი, რომელიც არ იყო არავითარი შედეგის მომტანი.

განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მას შემდეგ, რაც პარტიის წევრებთან ერთად, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა დატოვა.

კომენტარები