კრიზისი კოალიციაში

ხიდაშელი: პრემიერთან გუშინდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში ადასტურებს, რომ პრემიერისა და კოალიციის წევრების გუშინდელ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა. 

"არ ვაპირებ იმის თქმას, ვინ რა თქვა და რა ტონალობაში მიდიოდა საუბარი, უბრალოდ გიდასტურებთ, რომ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა", - თქვა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის წევრებს შეხვდა. პარალელურად, ბრიფინგი გამართა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და პროკურატურა ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე შეტევაში დაადანაშაულა. სწორედ კოალიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები