ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი

ქეცბაიამ პოლონეთთან შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

Temur Ketsbaia
Tabula

ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 14 ნოემბერს შინ, დინამო არენაზე პოლონეთის გუნდს დაუპირისპირდება. თემურ ქეცბაიამ 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სამწუხაროდ, ამჯერადაც გამოძახებულთა სიაში უგუნდო ან სარეზერვო გუნდის ფეხბურთელები მრავლად არიან.

საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 14 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5, 7, 10 და 15 ლარი იქნება.

გთავაზობთ ქეცბაიას მიერ დასახელებულ შემადგენლობას:

მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე (ოთელოსი, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი (დინამო თბ);


მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), აკაკი ხუბუტია (უკლუბოდ), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გია გრიგალავა (ანჟი, რუსეთი), ლაშა დვალი (სკონტო, ლატვია), ლევან კაკუბავა (სამტრედია);


ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია (ყველა - დინამო თბ), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი);


თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი (ფლამურტარი, ალბანეთი), გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი).

კომენტარები