საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

პრემიერის უმრავლესობასთან შეხვედრის პარალელურად, ალასანია ბრიფინგს გამართავს

დღეს, 4 ნოემბერს, 18.00 საათზე, სწორედ იმ დროს, როდესაც პრემიერს საპარლამენტო უმრავლესობასთან და მთავრობის წევრებთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

პრემიერის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობის წევრებთან ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისშია დაგეგმილი, ხოლო ირაკლი ალასანია ბრიფინგს თავისუფალი დემოკრატების ოფისში გამართავს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზეც წაუყენა ბრალი. იქამდე კი, უწყების ხუთი მაღალჩინოსანი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. ასევე, მოწმის სახით დაკითხეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი.

კომენტარები