განათლება

ევროპაში ყველაზე დიდი საერთაშორისო სტუდენტური ჰაკათონი თბილისში ჩატარდება

გლებ გარანიჩი / REUTERS

ევროპაში ყველაზე დიდი საერთაშორისო სტუდენტური ჰაკათონი UniHack-ის ორგანიზებით თბილისში 19-21 დეკემბერს ჩატარდება. 

ჰაკათონში, ქართველი სტუდენტების გარდა, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. 

ჰაკათონის მიმდინარეობისას სტუდენტები 36 საათის განმავლობაში შეუსვენებლად იმუშავებენ საკუთარ იდეებსა და პროექტებზე. 

2013 წელს ჩატარებული Hack@CST-ის მესამე ადგილზე გასული გუნდი, Interactive Glove, საკუთარი პროექტით Turn8-ის სტარტაპ აქსელერატორში მოხვდა და დუბაიში აგრძელებს იდეის საბოლოო პროდუქტად ქცევას.

ჰაკათონის ჩატარების ადგილი ჯერ დადასტურებული არ არის. ორგანიზატორების ცნობით, ზუსტი ადგილი გაირკვევა და მალე გამოქვეყნდება UniHack-ის ვებგვერდსა და სოციალური მედიის არხზე

კომენტარები