ნაციონალური მოძრაობა

პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქციაზე 4 აქტივისტი დააკავა

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან შეკრებილი თავისუფალი თაობის და სხვა აქტივისტები
Facebook/ZurabJaparidze

კახეთის გზატკეცილზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 4 აქტივისტი დააკავა. მათ შორის არის თავისუფალი თაობის აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი. 

ტაბულას ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, აქტივისტებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისს კვერცხები დაუშინეს და პოლიცის კორდონის გარღვევა სცდეს, რომელიც მათ ოფისში შეღწევის უფლებას არ აძლევდა. 

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გამართული აქციის მონაწილეები ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის ლიკვიდაციას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს სურთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უარი თქვან სადეპუტატო მანდატებზეც. 

კომენტარები