ნედლეული

საუდის არაბეთი მზად არის ნავთობის გრძელვადიანი ფასი $90-ს ქვემოთ შეინარჩუნოს

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საუდის არაბეთის მეფე აბდულა
ანატოლი ჟდანოვი / UPI Photo

საუდის არაბეთის მზად არის ნავთობის გრძელვადიანი ფასი ბარელზე $80-90-ის ფარგლებში შეინარჩუნოს. ოფიციალური საუდის არაბეთის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ გრძელვადიან პერიოდში ეს მათ უფრო მაღალ შემოსავლებს მოუტანს. 

საუდის არაბეთი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების (OPEC) ნავთობის მარაგის ერთი მესამედის მიმწოდებელია და დღიურად 9.7 მილიონ ბარელს გამოიმუშავებს. საუდის არაბეთმა გადაწყვიტა გაზარდოს ნავთობის მიწოდება და რეზერვირებული რესურსი სრულად გაიტანოს ბაზარზე. 

ნავთობის ფასის ასეთი მკვეთრი დაცემა არასახარბიელო შედეგებს მოიტანს რუსეთის ეკონომიკისათვის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთის ბიუჯეტში მცირე შესწორებების შესვლა იქნებოდა აუცილებელი, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ სოციალურ დანახარჯებს საბიუჯეტო დაფინანსება არ მოაკლდებოდათ. 

რუსეთის ბიუჯეტი დაგეგმილია ნავტობის ფასზე $96 ბარელზე, აქედან გამომდინარე იმ შემთხვევაში თუ ბაზარი ნავთობზე დაბალ ფასს შეინარჩუნებს, ეს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტის ერთერთი მთავარი მიზეზი იქნება. 

კომენტარები