საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების თაობაზე განცხადება მიიღო

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

საქართველოს პარლამენტმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ წარდგენილი სპეციალური განცხადება 80 ხმით მიიღო.
განცხადების მიხედვით, პარლამენტი გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობას, ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გააძლიეროს ძალისხმევა საერთაშორისო წესრიგის დასაცავად.

„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უზრუნველყოფს აფხაზი ხალხის კანონიერი ინტერესების სრულფასოვან დაცვას და განვითარების პერსპექტივას. მიმდინარე საერთაშორისო მასშტაბის კონფლიქტების ესკალაციის ტენდენციის ფონზე, დაძაბულობის ახალ კერათა წარმოშობის პრევენციის, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევათა საშიშროების თავიდან აცილების აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება პრიორიტეტულ თემად იქცეს რუსეთსა და საქართველოს, პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობათა პროცესში, აგრეთვე საერთაშორისო ფორუმებზე უსაფრთხოების მსჯელობისას", - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტმა არ მიიღო უმცირესობის მიერ წარდგენილი აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი არ მიიღო, რომელშიც ოპოზიცია აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმებას ითხოვდა. 23 მომხრე 53 წინააღმდეგით, საპარლამენტო უმცირესობის რეზოლუცია დეპუტატებმა დაიწუნეს.


საპარლამენტო უმცირესობამ უმრავლესობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ რეზოლუციის ნაცვლად, განცხადება შეიმუშავა.

კომენტარები