ოდესღაც საპატიმროს ყველა ტოვებს, ვისაც უვადო არ აქვს მისჯილი და ეს სტიგმა მოვხსნათ იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ციხიდან თავისუფლდებიან, ბევრი უბრუნდება ოჯახს და საზოგადოებას ისე, რომ არ არღვევს კანონს. ნუ მივაყენებთ ყველას შეურაცხყოფას. თუ ვინმე განმეორებით ჩადის დანაშაულს, ისინი მკაცრად ისჯებიან კანონით, რადგან წერია, რომ წინა ნასამართლობა არის დამამძიმებელი გარემოება.... ყველა მკვლელობას, განსაკუთრებით ასეთ ოჯახურ ტრაგედიებს აქვს მიზეზობრივი კავშირი. ეს არის დასადგენი. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევას სჭირდება სიღრმისეული შესწავლა. რა იყო ამ შემთხვევაში ამ ტრაგედიის მიზეზი, რადგან არცერთი მკვლელობა არ ხდება უმიზეზოდ, განსაკუთრებით, როცა ოჯახური ძალადობაა. ძალიან დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი ეს საქმე. შეიძლებოდა თუ არა პრევენცია და რა ფორმით, ვინ იყო პასუხისმგებელი. ძალიან ბევრი გარემოებებია შესასწავლი.
tbl.ge/45q
დაკოპირდა

განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ილიას უნივერსიტეტში ქმრის მიერ ყოფილი ცოლის მკვლელობაზე. ცნობისთვის, დღეს ყოფილმა ქმარმა ლექტორს რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა მაღრაძე ორჯერ ნასამართლევი და ამნისტირებული პატიმარია.
ამავე თემაზე
- 1 მიმალვისას აივნიდან გადავარდა და დაიღუპა, დაიჭრა 3 - ქურდიანზე მომხდარზე 2 პირი დააკავეს
- "რამდენიმე მაღაზიაში შეაღწიეს, 2 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ" - შსს-მ 2 პირი დააკავა
- უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს – TV პირველი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა
- დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სოფელში კაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია




