აბაშიძე - კარასინის შეხვედრა

გრიგორი კარასინი: ხელშეკრულება არ ლახავს დამოუკიდებელი აფხაზეთის სტატუსს

გრიგორი კარასინი

"რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტი არანაირად არ ლახავს დამოუკიდებელი აფხაზეთის სტატუსს და სუვერენიტეტს" - ამის შესახებ რუსეთუს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კარასინის განმარტებით, ხეშელკრულების გაფორმებით აფხაზეთის ახლადარჩეული ხელისუფლებაა დაინტერესებული. 


"მკაცრი ფორმით დასვა შეკითხვა ჩემმა ქართველმა კოლეგამ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით. თუმცა ეს საკითხი ჩვენი მოლაპარაკებების მანდატში არ შედიოდა. მოვუსმინე მის ლოგიკას და სათანადოდ ავუხსენი ჩვენი პოზიციაც. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ გავაფორმოთ ახალი შეთანხმება. ეს არანაირად არ ლახავს დამოუკიდებელი აფხაზეთის სტატუსს და სუვერენიტეტს. ის მიზნად ისახავს რუსეთთან სმეკავშირეო ურთიერთობის გამარტივებას და იტეგრაციას ყველა სფეროში მათ შორის თავდაცვის სფეროშიც. ასე რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარების ეს ეტაპი არანაირად არ ნიშნავს აფხაზეთის სტატუსისთვის საფრთხის შექმნას, მით უმეტეს მის ანექსიას. ჩვენი ურთიერთობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პრნიციპულად არ ექვემდებარება გადახედვას. ჩვენ ორივე ვაღიარეთ და განვავითარებთ მათთან ურთიერთობას" - განაცხადა კარასინმა.

აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა პრაღაში უკვე დასრულდა. შეხვედრისას ყველაზე დიდი დრო სწორედ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტს დაეთმო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას, რომელსაც რუსეთი დააფინანსებს. დაჯგუფების მიზანი იქნება აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა. ასევე  საგანგებო სიტუაციის დროს მის სარდლობას რუსეთი დანიშნავს. 

კომენტარები