აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე მუქარის ტონი არ ყოფილა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს

ასეთ ტონალობაში [მუქარის ენით] კარასინთან შეხვედრაზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც საჯაროდ გაკეთდა. იქ, შეხვედრაზე ასეთი სახის საუბარი არ ყოფილა. სხვათა შორის, ამ ჩვენს შეხვედრებს, მინდა, ხაზი გავუსვა, ესწრებიან საგარეო უწყების წარმომადგენლები, ეკონომიკის უწყების წარმომადგენლები, ჩვენი დელეგაციის წევრი აქ არის და ისიც დაადასტურებს, თუ როგორ წარიმართა იქ მუშაობა და საერთოდ როგორ მიმდინარეობს. იქ ასეთი ტონალობით საუბარი არ ყოფილა, თუმცა ამაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. შეხვედრის შემდეგ, 27 თებერვალს კარასინი ქართულ მხარეს "შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებით" დაემუქრა.

კომენტარები