საბანკო სექტორი

საბანკო ჯგუფი Citigroup 11 ქვეყნის საცალო საბანკო ბაზარს დატოვებს

francejapon.fr

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული საბანკო ჯგუფი Citigroup კოსტა-რიკის, ელ სალვადორის, გვატემალის, ნიკარაგუის, პანამას, პერუს, იაპონიის, გუამის, ჩეხეთის, ეგვიპტისა და უნგრეთის საცალო საბანკო სექტორს ტოვებს. ამ გადაწყვეტილებას ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ კორბა ოპერაციების გამარტივების შედეგად მოგების გაზრდის მოლოდინით ასაბუთებს. 

"ჩვენი მიზანია ეფექტიანად გადავანაწილოთ არსებული რესურსები და იმ მიმართულებით მივმართოთ, რომელიც მომავალში უკეთეს შედეგებს მოგვიტანს ჩვენ და ჩვენს აქციონერებს", - განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება მაიკლ კორბამ. 

კორბამ აღმასრულებელი დირექტორის კარიერის დასაწყისშივე გაათავისუფლა 11 000 ადამიანი და შეამცირა აქტივობები Citigroup-სთვის ისეთ დაბალმოგებიან ბაზრებზე, როგორიც იყო ესპანეთი, საბერძნეთი და თურქეთი. 

აღსანიშნავია, რომ საბანკო ჯგუფის შემოსავლების დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ გენერირდება. არსებული შემოსავლების 95% აშშ-ის გარეთ მდებარე 24 ბაზრიდან მოდის, რომელიც 60 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. 

კომენტარები