კრიზისი უკრაინაში

უკრაინის უმაღლეს რადაში დსთ-დან გამოსვლის შესახებ კანონპროექტი შევიდა

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის უმაღლეს რადაში დსთ-დან გამოსვლის შესახებ კანონპროექტი შევიდა. კანონპროექტის ავტორები პარტია სვობოდას დეპუტატები არიან. ქვეყნის ხელისუფლებას თანამეგობრობის დასატოვებლად ჯერ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

ამასთან, ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადას უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრის კანდიდატურა - ეროვნული გვარდიის სარდალი სტეპან პოლტორკი წარუდგინა, რომელმაც თანამდებობიდან გათავისუფლებული ვალერი გელეტეი უნდა შეცვალოს.

კომენტარები