აბსოლუტურად ამაზე მსჯელობა არ არის. რუსეთის ფედერაცია რას აკეთებს და რას დაგეგმავს თავის ტერიტორიაზე, ეს მათი საქმეა. მაგრამ ის, რომ საქართველოს მთავრობა იყოს ჩართული რამე გზის მშენებლობაში, ამაზე არანაირ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ და მთავრობა ამ საკითხზე არ მუშაობს. ჩვენ, ნებისმიერი გზა, რომელიც დააკავშირებს ჩვენს ქვეყანას მეზობელ სახელმწიფოსთან და ეს იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი, რა თქმა უნდა, ამაზე შეიძლება, ვიმსჯელოთ. დანარჩენი, ჩვენ ვერანაირ გზაზე ვერ ვიმსჯელებთ, თუ მთავრობაში ეს საკითხი არ განიხილება. რუსეთის ფედერაცია თავის ტერიტორიაზე რა გზას გააკეთებს და როგორ გაიყვანს, ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმეა და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით.
tbl.ge/hmy
დაკოპირდა
პარლამენტის ვიცესპიკერმა ზურაბ აბაშიძემ ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა შეაფასა. ვიდეომასალას ინტერნეტგამოცემა ლიბერალი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- დოლიძე: თუ მაგისტრალი რეგიონულ-სავაჭრო ეკონომიკურ ბრუნვას წაადგება, მივესალმები
- ხაინდრავა: ახალი გზის მშენებლობას აქვს რისკები, რაც შეფასდება სათანადოდ
- მმართველი გუნდის განსხვავებული პოზიციები ავარეთ-კახეთის გზის შესახებ
- ფანჯიკიძე: ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის შესახებ პრესის საშუალებით გავიგეთ
- ალასანია: ავარეთ-კახეთის გზაზე პოზიციას საკითხის განხილვისას დავაფიქსირებთ