ენერგეტიკა

ელექტროენერგიის გეგმიური გათიშვები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება

ელექტროენერგიის მიწოდების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების ფარგლებში გეგმიური გათიშვები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, რის შედეგადაც თბილისი ზამთრისთვის მზად იქნება, - განმარტა ენერგეტიკის მინისტრმა. კახა კალაძე 10 ოქტომბერს თელასის ქვესადგურში იმყოფებოდა, სადაც თელასმა ახალი ტრანსფორმატორი დაამონტაჟა. საბურთალოს რაიონის 23 200 აბონენტს ელექტროენერგიით ახალი 32- მეგავოლტამპერიანი ტრანსფორმატორი მოამარაგებს.

თელასმა ახალი ტრანსფორმატორი თბილისის ელექტრომომარაგების სისტემის განახლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაამონტაჟა. ახალი ტრანსფორმატორის შეძენა კომპანიას მილიონ ორასიათასი ლარი დაუჯდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანია თელასმა ასეთი სიმძლავრის ტრანსფორმატორი პირველად დაამონტაჟა. 

კომენტარები