უკრაინის კრიზისი

სეპარატისტები დონეცკის აეროპორტზე შეტევას განაგრძობენ

უკრაინაში სეპარატისტები დონეცკის აეროპორტზე შეტევას განაგრძობენ, რომელსაც უკრაინელი ძალოვნები აკონტროლებენ. გასულ დღე-ღამეში 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 28 დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა არის აუცილებელი. NATO-ს გენერალურმა მდივანმა პოლონეთში ვიზიტის დროს მოსკოვს მოუწოდა, სეპარატისტებზე გავლენა მოახდინოს და ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს.

კომენტარები