ჟენევის მოლაპარაკებები

ზალკალიანი: გამორიცხული არ არის, რომ ჟენევაში რუსეთი ფორმატის შეცვლას შეეცადოს

დავით ზალკალიანი
tabula.ge

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი 29-ე რაუნდი 7-8 ოქტომბერს გაიმართება. ქართული დელეგაცია დისკუსიებში მონაწილეობის მიზნით შვეიცარიაში გამთენიისას გაემგზავრა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან დექსტრუქციულ ქმედებებს და ფორმატის შეცვლის მცდელობას. 

"ყველანაირად ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ ფორმატი, ანუ მნიშვნელოვანი საკითხები - ძალის გამოუყენებლობის, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხები იყოს განხილული", - განმარტა ზალკალიანმა.

ქართული დელეგაცია ასევე დააყენებს ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების გადაწყვეტილების საკითხს.

კომენტარები