ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

თარხნიშვილი: ევროპას პარტიები მართავენ და არა მილიარდერის დასმული ადამიანები

"ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, იქ გამოხატულია პოლიტიკური პარტიების პოზიცია..." ი. ღარიბაშვილი.

პატარავ, როგორც გეტყობა, ჭკუის დამრიგებელი არავინ გყავს. კიდევ ერთხელ ვიკისრებ პოლიტიკური ანი-ბანის მომწოდებლის ფუნქციას. ევროპაში, და ზოგადად დემოკრატიულ სამყაროში, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი აქტორები პოლიტიკური პარტიები არიან. ვიცი, ძნელი დასაჯერებელია, რომ ქვეყანას პარტიების არჩეული ლიდერები ხელმძღვანელობენ და არა მარაზმატიკი მილიარდერის პირადი ხუშტურებით დასმული ადამიანები, მაგრამ ეს რეალობაა. მომავალ შეხვედრამდე მეტს არ მოგიყვები, ემანდ ბავშვური შოკი არ დაგემართოს, აი, ისეთი, როცა გაიგებ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში პოლიტიკური პარტიების პოზიციაა გამოხატული.

კომენტარები