განათლება

გერმანიაში უმაღლესი განათლება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის უფასო გახდა

Michael Probst / AP

პირველ ოქტომბერს ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისათვის სწავლა უფასო გახდა. ქვემო საქსონია უკანასკნელი მხარე იყო, რომელიც გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის გაუქმების კანონს შეუერთდა. 

2006 წლიდან გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის სწავლების საფასურის ეტაპობრივი შემცირება და საბოლოო გაუმქება დაიწყო. გერმანიის მთავრობა ყოველწლიურად განათლების სუბსიდირებისთვის დაახლოებით $69 მილიარდს ხარჯავს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ერთი სემესტრის სწავლის საფასური აქამდეც არ იყო მაღალი და დაახლოებით 500 ევროს ფარგლებში მერყეობდა.

კრიტიკოსების შეფასებით სწავლის საფასურის გაუქმებამ შესაძლოა სწავლების ხარისხის დაცემა გამოიწვიოს.

კომენტარები